მთავარი დირექტორი თანამშრომლები პროექტები წრეები გალერეა კონტაქტი
 

ნინო ქოქიაური ქალბატონი ვის სახელსაც ატარებს სკოლა

მოსწავლეთა თვითმართველობა

1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.

2. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს.

3. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, შემდეგი წესით:

ა) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;

ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს  სკოლის დირექტორი;

გ) საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობებში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო წარმომადგენელს, მომდევნო სასწავლო წელს დირექტორის მიერ მოსწავლეთა შესაბამისი თვითმმართველობის ახალი არჩევნების ჩატარებამდე;

დ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, შესაბამისად, საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;

ე) საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ერთ კანდიდატს შესაბამისად, საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ითვლება მოსწავლე, რომელიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებს.

ვ) სკოლებში, სადაც საბაზო ან საშუალო საფეხურზე, თითოეულზე, კლასების რაოდენობა არ აღემატება სამს, თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს 3 კანდიდატს შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაში ასარჩევად. ამ შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი.

ზ) მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ საბაზო ან საშუალო საფეხურის თვითმმართველობაში, რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე, დამრიგებლის არარსებობის შემთხვევაში კი სკოლის დირექტორთან.

4. თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობას.

6. მოსწავლეთა თვითმმართველობა:

ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;

ბ) უფლებამოსილია დირექტორს, პედაგოგიურ საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე;

გ) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს;

7. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ სკოლაში სწავლის შეწყვეტისთანავე/დასრულებისთანავე.

         

 

ახალი ამბები

ელექტრონული ჟურნალი

სასწავლო გეგმა

სამართლებრივი აქტები

სკოლის სტრუქტურა

მისია

მასწავლებლები

მოსწავლეები

სკოლის დირექცია

კათედრები

თვითმართველობა

წარჩინებული მოსწავლეები

კომპიუტერული კლასი

ბიბლიოთეკა

სკოლის ფსიქოლოგი

კურსდამთავრებულები

სასარგებლო ბმულები

ნამუშევრები

არქივი

 
 
 
 
დიზაინი და საიტის მართვის სისტემა შექმნილია ეკატერინა მგალობლიშვილის მიერ

 

 

Check here for 990000 and along with hover
File powered by FREE Go FTP Client

Free Web Hosting