მთავარი დირექტორი თანამშრომლები პროექტები წრეები გალერეა კონტაქტი
 

 

 
 
 
 

არქივი

ჩვენი მოსწავლეების შემოქმედება

 

ჩანახატები

დრო  გაზაფხული
წუთისოფელი გულისტკივილი
ტირიფის სევდა ფიქრები დედაზე
ზარი კურიოზი
       

ლექსები

ჩემი ქვეყანა

ჩემი სამშობლო, ქვეყანა,
ოცნება საქართველოა,
რომელიც ჩემთვის ღმერთია,
და მარად ერთად-ერთია.
სილამაზე და ბუნება
მასში სიცოცხლედ იღვიძებს,
და მისი ტურფა ველები
ყვავილ-საფარით იმდიდრებს.
მიყვარს სიცოცხლით გამთბარი,   
ხალხი და თბილი ქვეყანა
და სტუმარ-მასპინძლობით
პირველები ვართ ყველგანა.
სამშობლოს ტრფობით გული მევსება,
რელიგიური ჭეშმარიტებით,
მინდა ყოველთვის შენს გვერდით ვიყო
ცხოვრებას მივყვეთ სხვა შემართებით.
ასეთი ქვეყნის პატრონი რომ ხარ,
შენი ვალია მისი თავდაცვა,
ამიტომ, მუდამ, ამას ვინატრებ,
რომ ხალხმა შესძლოს ამის დანახვა.

        მამაიაშვილი ნათია, მე-8 კლასი


ჩემო დედა

მინდა , რომ მუდამ ბედნიერს
გხედავდე ჩემო დედა,
შენს თვალზე ცრემლი ქრებოდეს
და სველი სიტყვების ფარდა.
ამ ქვეყნად შენზე უკეთესს
ნეტავ ვიპოვი დედა?
მიყვარხარ, მინდა იცოდე
მაკვირვებს შენი სევდა,
მინდა, რომ სულ ბედნიერი
იარებოდე ყველგან
გავიზრდები და ყოველთვის
გამახსენდები თბილად
მე დაგიფასებ იმ ამაგს
შენ რომ მიწევდი ყველგან.

                              ხატია ხარშილაძე


”ნინო”

სიხარულით ანთებული გულები,
ბედნიერი, მხიარული სულები,
ჩვენ სკოლას ვუბრუნდებით,
იმედის სხივით გაბრწყინებულები.
და აი, გამოჩნდა ”ნინო”
სკოლა, რომელიც ოცნებას ჰგავს,
ჩუმად ჩურჩულებს: ”ისწავლე,
უსწავლელს არ ვაჩერებთ აქ”.
ფართოდ გაღებული კარები,
ცეცხლად ანთებულა თვალები,
ცოდნის სამყაროში ვბრუნდებით,
ოჯახში, ”ნინოში” ვბრუნდებით,
პაწია, ახალი გულები,
ოჯახის ახალი წევრები,
გვინდა მათაც ვუთხრათ: მობრძანდით,
”ნინო” ხელგაშლილი მოგელით.
რათა გაგიშალოთ ფრთები,
რათა გაგიკვალოთ გზები.
”ნინოში”-ისწავლი ცხოვრებას,
”ნინოში”- ბედნიერი იქნება წლები.

              თაკო კაპანაძე მე-8 კლასი
 


ჩემო ლამაზო სოხუმო

ჩემო ლამაზო სოხუმო,
შენს სილამაზეს ვფიცავ,
რომ ჩვენ არავის დავუთმოთ
შენი ლამაზი მიწა.
აყვავებული სოხუმი დღესაც,
დაღესაც არავის დავიწყებია
მისი სიუხვე და სილამაზე
სხვისი ერისთვის საკვირველია.
აყვავსი კარგო, მტრების ჯინაზე
და ინავარდონ ქართველთ

შენს ზღვაზე
და დავბრუნდებით ჩვენ
ჩვენს მიწაზე
დაუნდობელი მტრების ჯინაზე.

           მარიამ დოლბაძე მე-7 კლასი

მონატრება

ისევ და ისევ იფეთქა ნუშმა,
ისევ აყვავდა ატმის ხეები,
მაგრამ არ ჩანხარ, წახვედი სადღაც...
მე კი დამტოვე შავი ფერებით.
როდესღაც, ალბათ, იმედად დამრჩა -
კიდევ ჩაგხედო ლამაზ თვალებში,
მე, ალბათ ახლა ვეღარ გინატრებ,
რადგან დაგკარგე იმ ბნელ ღამეში.
ჩემში იწვება, რაღაც უალოდ,
რაღაც კი კვლავ ღრღნის ჩემს გულის კედელს,
მე, ალბათ ისევ მომელანდები,
სიზმარში შევძლებ სიყვარულს, შევძლებ...
მე ცრემლები მდის და სხეულს მიწვავს...
მე გაზაფხულმა ზურგი მაქცია,
მე თვით მერცხალმა გარდამქმნა მტრედად,
თუმც უშენობას ვერ შემაჩვია.

                ნატო ჯამბაზიშვილი, მე-8 კლასი

     დედავ!

დედავ, სიცოცხლით აღსავსევ,
დედავ, სამშობლოს დედაო,
შენა ხარ ჩემი ვარსკვლავი,
რომელიც არა ქრებაო.
”დედაა” სიტყვა, რომელიც
მე მაბადია ქვეყნადო,
არა მყავს შენს უკეთესი
მე არვინ არსად დედავო,
შენს სიყვარულზე ძვირფასი -
მე არსად მეგულებაო!

              გვანცა ჩალიგავა, მე-8 კლასი


      * * *
გულში საამური, კვნესის სალამური,
ველ-მინდვრებს ნიავი უვლის,
ვაზის სამშობლოში, ვაზის სიყვარულით,
დავთვერი სულით და გულით.
გრემი, ალავერდი, გელათი მოწამეთა,
მთის მდინარენი, მუდამ მოჩხუბარი,
სიცოცხლის სურვილს, რომ ჰბადებს,

დილით მეთევზენი, ჩუმად მოუბარნი,
ნელ-ნელა გაშლიან ბადეს.
ჩემი სამშობლოა, მუდამ ჭირნახული,
მისი სილამაზე იმედებს ჰბადებს,
დავითის, თამარის,  გიორგის სამშობლოში-
არ გავაჭაჭანებთ ნაკლებს,
ჩემი სამშობლოა ამ სურვილებით,
ჩემში ცხოვრების კოცონებს ანთებს.

                 თაკო კაპანაძე, მე-8 კლასი


      * * *
ჩემო სამშობლო, მრავალტანჯულო,
ყოვლად წმინდაო, ყოვლის მფარველო,
არ გასვენებდა მტერი ცბიერი
მუდამ გიცავდა ერი ძლიერი.
რომ მოაღწიე შენ დღევანდლამდე,
ღმერთი გფარავდა გიცავდა ერი,
ვერ დაგაჩოქეს და ვერ მოგდრიკეს,
ვერ მოგიხარა ვერვინ კისერი.

              ხატია ხარშილაძე

 


მამულის საპასუხო

ცვრიან ბალახზე მეც გავიარე

და მეც შევიგრძენ ის რაღაც ძალი.
კვდებოდა ისევ ძველი თაობა,
იბადებოდა თან მომავალი.
მენანებოდა წარსული ვრცელი,
”მოხუცი მამა სასხლავით ხელში”
ბაღში ვეძებდი  იისფერ ლანდებს
სილაში ნაკრეფ ვარდებით ხელში.

     მარი შავერდაშვილი მე-8 კლასი


 


ჩემი მასწავლებელი

რა სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ძალიან ცოტა რამ მახსოვს პირველი კლასიდან. ახლაუკვე მეცხრე ლასში ვარ და საოცრად მიკვირს, თუ რა სწრაფად გარბიან წლები. პირველი კლასიდანვე ინგლისურენოვან სკოლა ”ნინო”-ში ვსწავლობ. ძალიან მომწონს და მიყვარს აქაურობა, საოცრად მივეჩვიე  ჩემს კლასელებს, საკლასო ოთახს და საერთოდ, ყველაფერს, რაც ამ სკოლასთან მაკავშირებს. ძალიან თბილი და კარგი მასწავლებლები გვყავს. უზომოდ მიყვარს ჩემი პირველი მასწავლებელი, ლია ჭავჭავაძე, რომელიც ჩემი პირველი დამრიგებელი იყო. სწორედ მან მასწავლა ”დედა ენა” და საოცრად შემაყვარა ქართული ლიტერატურა. ხშირად ვაწყობდით ღონისძიებეს და ექსკურსიებს. მართალია ეხლა მხოლოდ სკოლის დერეფანში ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ მუდამ გაღიმებულ სახით გვესალმება. მისი ნაჩუქარი ნივთი დღემდე ოთახში მიდევს და ბევრ ლამაზ წუთს მახსენებს ჩემი განვლილი წლებიან.

                                                                        ნინო თევდორიკაშვილი

მალე თეთრ კალთას გაშლის ზამთარი

ღმერთმა დედამიწაზე შექმნა ოთხი დრო: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. მალე დაგვტოვებს ბარაქიანი და კალთადამძიმებული შემოდგომა. დადგება თოვლიანი და წყნარი ზამთარი. გადაათეთრებს ჩვენს სამშობლოს და თითქოს შეგვიტყუებს სახლებში. თეთრი თოვლი ძალიან ალამაზებს ჩვენს სამშობლოს.

ზამთარი თითქმის ყველა პატარას უყვარს იმიტომ, რომ თოვლის ბაბუას საჩუქრები მოაქვს. თეთრი ფუმფულა თოვლი, ზამთარს თითქოს საბანივით ეხურება. ყველას გვიყვარს ზამთარი.

ნინი ქარქუზაშვილი

ჩემი სოფელი

ჩემი სოფელი ბოდბეა, რომელიც სიღნაღის რაიონს ეკუთვნის. სოფლის გარშემო მინდვრები და ვენახები აკრავს. ჯერ გათენებული არც არის, რომ მამლების ყივილი აღვიძებს სოფელს, შემდეგ ნახირში წასასვლელი ცხვარ-ძროხის ბღავილი. გაზაფხულზე, როდესაც ყველაფერი აყვავდება და მინდვრები ამწვანდება, რა სჯობია სოფელში ყოფნას. ზაფხული ძალიან ცხელი იცის, შემოდგომაზე უხვი მოსავალი მოდის. მოჰყავთ ყურძენი, მზესუმზირა, ხორბალი. ზამთარი აქ მართლაც სუსხიანია.

ლიკა  ბუწაშვილი

მახსოვს, პირველად...

ბავშვებისათვის მთავარია ჰყავდეს ისეთი პატრონი, რომელიც მას პიროვნებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება და მის აღზრდაზე იზრუნებს, რათა მან ცხოვრებაში ადგილი დაიმკვიდროს. ბავშვის აღზრდაში უდიდესი წვლილი მშობელთან ერთად მასწავლებელსაც მიუძღვის. ბავშვი უმეტესდროს სკოლაში ატარებს და იქ ხეავს ყველაფერს. (არ დავასახელებ, საიდანაც გადმოვედი ამ სკოლაში) ჩემი პირველი მასწავლებელი იყო არაჩვეულებრივი პედაგოგი, რომელმაც მე ზარმაც მოსწავლედ ჩამომაყალიბა. მხოლო საშუალო განათლებით იყო კმაყოფილი, მაგრამ, როდესაც სკოლა - ”ნინო”-ში გადმოვედი თავიდან ბოლომდე შევიცვალე, დავიწყე საუკეთესო სწავლა... აქ სხვა ალტერნატივას არ გიტოვებენ. მხოლოდ საუკეთესოდ უნდა ისწავლო.

ნინო კობახიძე

შემოდგომის ფოთლების დარდი

შემოდგომა ოქროსფერია და ნაღვლიანი იმიტომ, რომ ხეებზე ფოთლები ყვითლდება და ძირს ცვივა. ხეებიშიშვლები არიან, აღარ ისმის ჩიტების მხიარული ჟღურტული. ხიდან ჩამოცვენილ ფოთლებს, აქეთ-იქით უმოწყალოდ აფრიალებს ქარი. ყვითელი ფოთლები ხმებიან, კვდებიან და ამიტომ არიან ნაღვლიანები.

ნიკა მიქელაძე

დედა

მე მინდა ყველას გავაგებინო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დედა. ის ხომ ერთადერთია ამ ქვეყანაზე. ჩვენ შეგვიძლია მას გავუზიაროთ ჩვენი გულის ტკივილი, ჩვენი ვალია, დავაფასოთ მისი შრომა და ამაგი. მას ხომ ყველაფერი ჩვენთვის უნდა. დედის გარეშე ცხოვრება - წარმოუდგენელია. ძალიან მეცოდებიან ის ბავშვები, რომლებსაც დედა არ ჰყავთ და დედის სითბი აკლიათ. ჩემი აზრით, უდედოდ სიცოცხლეს ყოველგვარი აზრი ეკარგება.

”დედაა ჩემი სიცოცხლე,

დედაა გულის წამალი,

    დედაა ის ვინც არასდროს

   არ გვიღალატებს არავის.”

ამიტომ, გავუფრთხილდეთ ჩვენს საყვარელ დედას. არიან ადამინაები, რომლებიც არ აფასებენ დედის ამაგს. მე ეს არ მესმის, რადგან დედა, ჩემთვის განუმეორებელია და განუმეორებელი იქნება ჩემი ცხოვრების ბოლო წუთამდე.

                                       ანა ჩილიგავა

ჩემი მასწავლებელი

ყოველ ადამიანს, რომელიც სწავლობს, ან სწავლობდა სკოლაში, ყველას ჰყავს საყვარელი მასწავლებელი. თვით მასწავლებელსაც ოდესღაც ჰყავდა მასწავლებელი. როდესაც ბავშვი პირველად აღებს სკოლის კარს, თავისებური შთაბეჭდილება ექმნება იმ პედაგოგზე, რომელთანაც რამოდენიმე წლის გატარება მოუწევს. ზოგიერთ პირველკლასელ ბიჭს ისე მოსწონს თავისი მასწავლებელი, რომ ცდილობს თავი მოაწონოს. წერს წერილებს, ქმნის ნახატებს, სანამ სკოლამდე მივა, გზად ყვავილების თაიგულს შეკრავს და მისვლისას, როდესაც კლასის კარებს შეაღებს, მისი ”სიმპატიის” დანახვაზე, ყურებამდე გაწითლდება. თუმცა მაინც შესძლებს მასწავლებელს თავისი ნაშრომი და თაიგული უსახსოვროს. გულის ფანცქალით ელოდება მის რეაქციას, ელის თბილ სიტყვას მადლობის ნიშნად, ან ლოყაზე კოცნასაც კი.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელს, როგორც ადამიანს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე. ის ხომ , რაღაც მომენტში მოსწავლისათვის მშობელიცაა. ის ხომ გაკვეთილების გარდა, ცხოვრების წესს და სწორ მიმართულებას ასწავლის იმ გზისაკენ, რომელიც ცოდნის საუნჯესთან მიგვიყვანს. ეს საუნჯე კი ჩემი სკოლა ”ნინოა”.

მართა ხანდამაშვილი

 
 
 
 
ახალი ამბები

ელექტრონული ჟურნალი

სასწავლო გეგმა

სამართლებრივი აქტები

სკოლის სტრუქტურა

მისია

მასწავლებლები

მოსწავლეები

სკოლის დირექცია

კათედრები

თვითმართველობა

წარჩინებული მოსწავლეები

კომპიუტერული კლასი

ბიბლიოთეკა

სკოლის ფსიქოლოგი

კურსდამთავრებულები

სასარგებლო ბმულები

ნამუშევრები

არქივი

 

 

 

 

What the world says about forecast and along with
This file uploaded by FREE Go FTP Client

Free Web Hosting