მისია
შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო, საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დებულებაში განსაზღვრული მიზნები და ამოცანები შეესაბამება ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს და ითვალისწინებს:
ა) ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო ქრისტიანული ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნას;
ბ) მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემას, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობას.
მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით სასკოლო სასწავლო გეგმა ითვალისწინებს ინგლისური ენის გაძლიერებულ სწავლებას.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის შეიმუშავებს სამოქმედო გეგმებს, რომელიც დროის მოთხოვნების შესაბამისად მუდმივად ცვალებადია.
|