სკოლის შესახებ
შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო
სკოლა
ნინო
ერთ-ერთი
პირველი
კერძო
სკოლაა
საქართველოში,
რომელმაც
საგანმანათლებლო საქმიანობა
1992 წელს
დაიწყო.
სკოლის დამფუძნებელი
და
დირექტორია
საქართველის
ტექნიკური
უნივერსიტეტის სრული
პროფესორი,
ეკონომიკის
მეცნიერებათა
დოქტორი,
ქალბატონი
ლამარა
ქოქიაური.
სკოლას
აქვს
ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი
ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობისათვის საჭირო სასკოლო სასწავლო გეგმა,
სათანადო მატერიალური და ადამიანური რესურსი. სკოლას აქვს სპორტული
დარბაზი და მოედანი, ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის
კაბინეტ-ლაბორატორიები, თვალსაჩინოებები, ბიბლიოთეკა მდიდარი ფონდით
და სამკითხველო დარბაზით, კომპიუტერული კლას-ლაბორატორიები, ამასთან,
ყველა საკლასო ოთახი აღჭურვილია ინტერნეტში ჩართული კომპიუტერით
გაკვეთილზე გამოსაყენებლად. სკოლაში საგანმანათლებლო პროცესს
ახორციელებენ კვალიფიციური და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე
მასწავლებლები. სკოლაში არის დაცულობის, კეთილგანწყობის,
ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო, რაც ხელს უწყობს
სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის
გამოვლენას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას.
სკოლაში
ინგლისური
ენის
შესწავლა
პირველი
კლასიდან
იწყება.
იგი
ყოველდღიური
სავალდებულო
საგანია
კვირაში
5
საათიანი
დატვირთვით.
მესამე
კლასიდან
მოსწავლეები
რუსული
ენის
დაუფლებას
იწყებენ,
ხოლო
მეხუთე
კლასიდან
– გერმანული
ენის.
უცხო
ენების
შესასწავლად
გამოყენებულია ენების
შესწავლის
თანამედროვე
მეთოდები,
თვალსაჩინოებანი, ტექნიკური
საშუალებები,
მოსასმენი
აპარატურა,
აუდიო და
cd
დისკები,
დიაფილმები
და
ა.შ.
სკოლის
მოსწავლეები
მონაწილეობენ შიდა სასკოლო და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში.
სისტემატიურად ტარდება კლასგარეშე ღონისძიებები: ექსკურსიები,
კონკურსები, ვიქტორინები და სხვა, რომლებიც მიზნად ისხავს მოსწავლეთა
სააზროვნო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
სკოლაში
ფუნქციონირებს ქართული
და
თანამედროვე
ცეკვის,
მუსიკის,
ჭადრაკის,
კალათბურთის
და
რაგბის
წრეები.
მოსწავლეების და პერსონალის უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად
დაწესებულებაში
შექმნილია
სტრუქტურული
ერთეული
-
დაცვისა
და
უსაფრთხოების
სამსახური.
ამასთან, 2011
წლის
1
აპრილიდან
სკოლას
აქვს
დადებული
მომსახურების
ხელშეკრულება
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს
სსიპ
მანდატურის
სამსახურთან;
მანდატურის
სამსახური
სკოლაში
საზოგადოებრივი
წესრიგის
დაცვას
უზრუნველყოფს
ორი
მანდატურით.
სკოლაში
დამონტაჟებულია 6
ვიდეო
თვალი,
რომლითაც
კონტროლდება
სკოლის
ძირითადი
პერიმეტრი
ეზოს
ჩათვლით.
სკოლას
ჰყავს
ფსიქოლოგი
და
ექიმი
სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უზრუნველსაყოფად.
სკოლას
აქვს
საკუთარი
ბეჭდვითი
ორგანო
- გაზეთი
“კიდევაც
დაიზრდებიან”,
რომელშიც გარკვეული პერიოდულობით ქვეყნდება ინფორმაცია სასკოლო
ცხოვრების შესახებ.
ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით
სკოლის
მოსწავლეებს ემსახურება
ავტობუსი.
2011-2012 სასწავლო წლიდან სასკოლო სასადილოში
ანგარიშსწორება მოხდება ელექტრონული ბარათებით, რომელსაც ,,ტაო პრივატ
ბანკი’’ უსასყიდლოდ დაუმზადებს მოსწავლეებს. მშობელი მისთვის მისაღებ
გარკვეულ თანხას ბავშვს ბარათზე დაურიცხავს, რომელსაც მხოლოდ სასკოლო
სასადილოში გამოიყენებს.
სკოლაში
საგანმანათლებლო მომსახურებისათვის დადგენილია
დაბალი
გადასახადის
განაკვეთი.
ამასთან,
დაწესებულია
შეღავათები
მრავალშვილიანი
და
სოციალურად
დაუცველი
ოჯახებისათვის,
ობოლი
ბავშვებისათვის.
სკოლას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის, სკოლა
უზრუნველყოფს მათი
თავისუფალი
ორიენტაციისა
და
გადაადგილების,
აუცილებელი
საჭიროებების
დაკმაყოფილების
და
სხვა
მომსახურების
გაწევას. მათთვის სკოლა შეიმუშავებს ინდივიდუალურ
სასწავლო გეგმას.
|