ახალი ამბები |
|
01.07.2011წ - სკოლის
გაფართოების და რეკონსტრუქციის სამუშაოები
შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა
ნინოს ფართზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელიც
2011-2012 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. აღნიშნული
სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შემდეგ სკოლას შეემატება
340 კვ.მ სასწავლო ფართი.
იხილეთ ფოტოები... |
|
06.07.2011 - სკოლის ავტორიზაციის
მაძიებლად ცნობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1
ოქტომბრის #99/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების შესაბამისად, სსიპ
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის
ბრძანებით შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო
სკოლა ნინო ცნობილ იქნა ავტორიზაციის მაძიებლად.
იხილეთ სრულად... |
|
29.06.2011წ - მატერიალური რესურსის
გაუმჯობესება
შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინომ
მატერიალური რესურსის გაუმჯობესების მიზნით, შეიძინა პროექტორი და
10 უახლესი მოდელის კომპიუტერი. სკოლაში მოეწყო შესაბამისი
ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კომპიუტერული კლასი. ამასთან, სკოლის
ყველა საკლასო ოთახში არის ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი
გაკვეთილებზე გამოსაყენებლად.
სკოლამ შეიძინა ასევე სამეცნიერო (ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის)
ლაბორატორიები სათანადო აღჭურვილობით, რაც შესაძლებელს გახდის
ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად ლაბორატორიული და
საგაკვეთილო მეცადინეობების მაღალ დონეზე ჩატარებას. |
|
23.06.2011 -
სამედიცინო სამსახურის შექმნა
პერსონალისა და მოსწავლეების სამედიცინო დახმარების აღმოჩენის
მიზნით დაწესებულებაში შეიქმნა სამედიცინო სამსახური, დაინიშნა
ექიმი და მოეწყო სათანადოდ აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი. |
|
20.06.2011 -
მზადება ავტორიზაციისათვის
30 ივნისს სკოლამ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნულ ცენტრში შეიტანა საავტორიზაციო განაცხადი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების
შესრულების უზრუნველსაყოფად სკოლაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი
შემდეგი შემადგენლობით:
1. ავთანდილ ლომსიანიძე - ჯგუფის უფროსი;
2. ნათია ქაჯაია;
3. მირანდუხტ კიკალიშვლი;
4. მარინე ფიცხელაური;
5. ნინო ქოქიაური. |
|
20.06.2011წ -
სიახლე სკოლის სასადილოში
2011-2012 სასწავლო წლიდან სასკოლო სასადილოში ანგარიშსწორება
მოხდება ელექტრონული ბარათებით, რომელსაც ,,ტაო პრივატ ბანკი’’
უსასყიდლოდ დაუმზადებს მოსწავლეებს. მშობელი მისთვის მისაღებ
გარკვეულ თანხას ბავშვს ბარათზე დაურიცხავს, რომელსაც მხოლოდ
სასკოლო სასადილოში გამოიყენებს. სკოლის თანამედროვე
სტანდარტების შესაბამის სასადილოში მოსწავლეები ჯანსაღი
საკვებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. |
|
10.06.2011 -
საატესტატო და კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები
სკოლაში წარმატებით ჩატარდა კლასიდან კლასში გადასაყვანი
გამოცდები. გამოცდები ჩატარდა ძალიან მკაცრად, ტესტური ფორმით,
დირექციის უშუალო მეთვალყურეობით. ყველა მოსწავლის საგამოცდო
შედეგი ეცნობა მშობელს ვებგვერდის საშუალებით. |
|
01.06.2011
- ექსკურსიები
სკოლაში დაიწყო საგაზაფხულო ექსკურსიები, ტურისტული
ლაშქრობები. მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით და დიდი სიხარულით
მოინახულეს ვარძია; ბოლნისის სიონი; შუამთა; გრემი; ყვარლის
ტბა; დავით გარეჯი; მარტყოფი; ქვათახევი; მცხეთა და საგურამო;
სიღნაღი.
ამჟამად, მასწავლებლები და სკოლის დირექცია ემზადება შატილის
დასალაშქრად, რომელიც სავარაუდოდ დაგეგმილი ივნისის თვის ბოლოს |
|
30.05.2011
- სკოლაში წარმატებით ჩატარდა საატესტატო გამოცდები.
ყველა საგამოცდო საგანში სისტემატურად ტარდებოდა
დამატებითი გაკვეთილები, შაბათ-კვირის ჩათვლით. შედეგიც
დამაკმაყოფილებელი მივიღეთ. საატესტატო გამოცდებზე სკოლის
მოსწავლეებმა მაღალი შეფასებები მიიღეს. წლევანდელმა მე-12
კლასელებმა თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინეს და
არ შეარცხვინეს სკოლა.
სკოლის დირექცია განსაკუთრებით აღნიშნავს და უდიდეს მადლობას
უხდის ფიზიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ბიოლოგიის,
ინგლისური ენისა და ლიტერატურის, ქიმიის პედაგოგებს: ბატონ
თეიმურაზ იმერლიშვილს, ქალბატონ ნაირა ჩოდრიშვილს, ქალბატონ
ქეთი ღირსიაშვილ-გოგოლაძეს, ქალბატონ თამარ დარჯანიას და
ქალბატონ სალომე ბიწაძეს უდიდესი შრომისა და ბავშვებისადმი
გამოჩენილი უდიდესი ყურადღებისათვის. სკოლა ასევე დიდ მადლობას
უცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მოვლინებულ
თანამშრომელს ქალბატონ ქეთი პირადაშვილს, სკოლიდან გამოყოფილ
რეგისტრატორს ქალბატონ მირანდა კიკალიშვილს გამოცდების
შესანიშნავი ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის.
გამოცდების შედეგები
იხილეთ
სრულად... |
|
25.05.2011
- წლის საუკეთესო მასწავლებელი, წლის საუკეთესო
მოსწავლე, წლის საუკეთესო დამრიგებელი
მოსწავლეების, მშობლების, ადმინისტრაციის ფარული გამოკითხვის
შედეგად სკოლაში ჩატარდა გამოკითხვა წლის საუკეთესო
მასწავლებლის; წლის საუკეთესო მოსწავლის; წლის საუკეთესო
დამრიგებლის გამოსავლენად. აღნიშნული კონფიდენციალური
გამოკითხვის შედეგად, წლის საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი
მოიპოვა ინგლისური ენის და ლიტერატურის მასწავლებელმა
ქალბატონმა ქეთევან გოგოლაძემ. წლის საუკეთესო მოსწავლის
სტატუსი მოიპოვა XI2 კლასის წარჩინებულმა მოსწავლემ მოსწავლეთა
თვითმმართველობის ხელმძღვანელმა ნათია მამაიაშვილმა. წლის
საუკეთესო დამრიგებლის სტატუსი მოიპოვა 21 და 31 კლასების
დამრიგებელმა, დაწყებითი კლასების კათედრის გამგემ ქალბატონმა
ლია ჭავჭავაძემ. აღნიშნულ პირებს სკოლის დირექტორმა ქალბატონმა
ლამარა ქოქიაურმა გადასცა სტატუსის შესაბამისი დიპლომები და
ფულადი ჯილდოები.
ქალბატონ ქეთის, ქალბატონ ლიას და ნათიას ვულოცავთ
გამარჯვებას! |
|
16.05.2011
სკოლამ
ხელშეკრულება გააფორმა შპს " Lprogress"-თან
მომსახურების შესახებ.
აღნიშნული
კომპანია სკოლას უზრუნველყოფს სპეციალური კომპიუტერული
პროგრამით, რომლის მეშვეობით მშობელს შეუძლია დაწესებულების
ვებ გვერდზე გაეცნოს ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური
მოსწრების, ქცევის წესის, გაკვეთილების გაცდენა–დაგვიანების
შესახებ და სხვა.
|
|
11.04.2011 -
საატესტატო საგამოცდო პროცესის წარმართვისთვის სკოლაში
მიმდინარეობს სათანადო ღონისძიებების განხორციელება.
შენობაში დამატებით დამონტაჟდა ექვსი ვიდეო თვალი,
შეძენილი იქნა 2 მგ ბაიტიანი სიმძლავრის 14 კომპიუტერი,
შესაბამისი როუტერი. მუდმივი დენის არ ქონის შემთხვევისაგან
დასაცავად შეძენილ იქნა შესაბამისი სიმმძლავრის გენერატორი. |
|
2011
წლის 1 აპრილს სკოლაში დაინერგა მანდატურების სამსახური.
იხილეთ სრულად... |
|
მიმდინარე
წლის 8
მარტს
ქალთა
დღესთან
დაკავშირებით
ჩატარდა
ღონისძიება,
რომელშიც
მონაწილეობდნენ
სხვადასხვა
ასაკის
მოსწავლეები.
ღონისძიებას
ხელმძღვანელობდნენ
ინგლისური
ენის
მასწავლებლები:
თამარ
ტიკაძე
და
მირანდუხტ
კიკალიშვილი.
წარმოდგენილი
იყო
ლექსები,
ქართული
ხალხური
და
უცხოური
საესტრადო
სიმღერები
და
ცეკვები.
იხილეთ სრულად... |
|
14
დეკემბერს ჩატარდა კონფერენცია თემაზე: ”ჩემი აკაკი”.
იხილეთ სრულად... |
|
აკაკი წერეთლის 170-ე
საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილ გუნდურ პროექტების კონკურსში
გამარჯვებული პროექტები:
იხილეთ სრულად... |
|
აკაკი წერეთლის 170-ე
საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილ წერის კონკურსში გამოვლენილი
პირველი ათეული.
იხილეთ სრულად... |
|
სკოლა ”ნინოში” 1
დეკემბრიდან მიმდინარეობს ქართველი მგოსნის, აკაკი წერეთლის
170-ე საიუბილეო წლისთავისათვის მიძღვნილი ღონისძიებების
კვირეული. 1.თავისუფალი
წერის კონკურსი თემაზე: ”წერე თავისუფლად”; 2. გუნდური
პროექტების კონურსი: ”ჩემი აკაკი”; 3. მწერლის
ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური
კონფერენცია. |
|
სკოლის შენობის
რეკონსტრუქცია განხორციელდა ქალაქის მერიის ურბანიზაციისა და
არქიტექტურის სამსახურის ნებართვის შესაბამისად.
მიშენებული
იქნა 180 მ2 ახალი ფართი, ამასთან სკოლის მესამე
სართულის დაშენების ნებართვაც იქნა მიღებული. სკოლა ემზადება
ავტორიზაციის გასავლელად, ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს
ფართის გაზრდას. |
|
მიმდინარე
წელს შეძენილი და
დამონტაჟებული იქნა ვიდეო თვალი. ეს ღონისძიება
დიდად შეუწყობს ხელს ბავშვების უსაფრთხოების დაცვას. |
|
სკოლის ლაბორატორიას
შეემატა უახლესი 20 კომპიუტერი.
უახლოეს პერიოდში
მოხდება მათი ჩართვა ინტერნეტში. |
|
2010 წლის
15 სექტემბერს
სკოლაში განახლდა სწავლა
|
|
სკოლა გაფართოვდა,
გალამაზდა, გაკეთდა სკოლის შენობის რეკონსტრუქცია,
კაპიტალური რემონტი. ძირეულად განახლდა ინვენტარი.
|
|
2010 წელს ჩვენი სკოლის
კურსდამთავრებულებმა აკადემიური შეფასების საუკეთესო შედეგი
აჩვენეს. გაიცა ექვსი ვერცხლის მედალი შემდეგ
კურსდამთავრებულებზე:
მარიამ ბოლოთაშვილი, ქეთევან
ბეწუაშვილი, გიორგი მიდელაური, ინგა ფრიდონაშვილი, ილია
ცხვედიანი, გიორგი მექვაბიშვილი. ჩვენო ძვირფასო , საყვარელო
კურსდამთავრებულებო! გილოცავთ! გვიყვარხართ! თქვენით ვამაყობთ!
სკოლის დირექტორი ლამარა
ქოქიაური |
|
1 დეკემბერს სკოლაში მე–12
კლასში ჩატარდა ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
იხილეთ
ტესტები...
იხილეთ სურათები... |
|
წარმოგიდგენთ სასკოლო საგნობრივ
ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეთა სიას. |
|
2009 წლის 20 ივნისს სკოლაში
დაიწყო სარემონტო სამუშაოები, რომელიც გაგრძელდა აგვისტოს
ბოლომდე, სკოლას მთლიანად გაუკეთდა კაპიტალური რემონტი,
მოხდა მთლიანად ახალი ეზოს შემოღობვა, ამჟამად გრძელდება
კაპიტალური მუშაობა სკოლის გასაფართოვებლად. სკოლას ახალი
ფართი სჭირდება ვინაიდან მიმდინარე სასწავლო წელს უამრავი
ახალი მოსწავლე გადმოვიდა სხვა სკოლებიდან. |
|
მიმდინარე სასწავლო წელს
სკოლის ხელმძღვანელობამ აუქციონის წესით შეიძინა ახალი ფართი,
რის ხარჯზეც მოხდა საკლასო კაბინეტების მომატება.
დაწყებითი კლასები განლაგდა ახალ კაპიტალურად გარემონტებულ
ფლიგელში, ცალკე შესასვლელით. |
|
სკოლაში ჩატარდა სასკოლო
საჭადრაკო ჩემპიონატი;
ჩემპიონატის ორგანიზატორი
საერთაშორისო კატეგორიის მწვრთნელი ბატონი ზურაბ მიქავა. გამარჯვებულ
მოჭადრტაკეებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები და დიპლომები. |
|
სკოლის
მოსწავლეებისათვის განხორციელდა საინტერესო ექსკურსიები.
ბავშვებმა მოინახულეს საქართველოს სიტორიული ადგილები:
ბავშვებმა მოინახულეს საქართველოს ისტორიული ადგილები:
ქვათახევი, მარტყოფი, ბოდბე, სიღნაღი, იყალთო, ბოლნისის სიონი,
მცხეტა, შიომღვიმე, საგურამო... |
|
2009
წლის მარტის ნახატების გამოფენა |
|
საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ - სოციალური ფაკულტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტი, არასამთავრობო
”საფინანსო-საინვესტიციო” პოლიტიკისა და სტრატეგიის ფონდი,
სოხუმის უნივერსიტეტი, გამომცემლობა ”ინოვაცია”,
2009 წლის 27-8 მარტს
აწყობენ საერთაშორისო-სამეცნიერო
კონფერენციას...
სრულად იხილეთ... |
|
ოლიმპიადის
ფოტოები იხილეთ |
|
გამარჯვებული მოსწავლეები
|
|
ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები |
|
მეორე
ტურის ტესტები |
|
ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები
– გამსვლელი
ქულებია 65 და ზევით |
|
ტესტები |
|
კონკურსში მონაწილე მოსწავლეთა ვინაობა |
|
პატივცემულო მეგობრებო!
თბილისის ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების კერძო სკოლა
”ნინო” 2008 წლის 28 ნოემბერს ატარებს საერთაშორისო ოლიმპიადა-კონკურსს
ინგლისურ ენაზე დევიზით:
”ვინ უკეთ იცნობს დიდ ბრიტანეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს.”
(ტესტირებული სახით)
კონკურსის პირობები იხილეთ
სრულად...
|
|
ძვირფასო
მოსწავლეებო
გილოცავთ ბრწყინვალე გამარჯვებას! გისურვებთ წინსვლას, ბედნიერ
ცხოვრებას, მშვიდობას!
I ადგილი - ავთანდილ ქოჩიაშვილი - 81 ქულა
ბაღდათის მე-2 საჯარო სკოლა
II
ადგილი - ლევან ჯიქია - 74 ქულა
ჯაბა ბურდიაშვილი - 74 ქულა
ინგლისურენოვანი სკოლა ”ნინო”
III
ადგილი - გიორგი მელაძე - 73 ქულა
თბილისის 150-ე სჯარო სკოლა
სკოლის
დირექცია განსაკუთრებით აღნიშნავს უნივერსიტეტთან არსებულ
საშუალო სკოლის VI კლასის
მოსწავლის დავით ჩხაიძის საუკეთესო თემას, რომელიც კონკურს
გარეშე ჯილდოვდება სპეციალური დიპლომით.
ჯილდოების გადაცემა
მოხდება პარასკევს, 12 დეკემბერს. 11 საათზე. |
|
გამსვლელი ქულებია 65 და ზევით
ოლიმპიადიაში
მონაწილეობის მისაღებად გამოთქვა სურვილი 771-მა მოსწავლემ
საქართველოს სხვადასხვა სკოლებიდან,
იხილეთ სია...
ოლიმპიადის ტესტები
იხილეთ აქ... |
|
თბილისის ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების კერძო
სკოლა ”ნინო” 2008 წლის 28 ნოემბერს ატარებს საერთაშორისო
ოლიმპიადა-კონკურსს დევიზით:
”ვინ უკეთ იცნობს დიდ
ბრიტანეტს და ამერიკის შეერთებულ შტატებს”.
ოლიმპიადა - კონკურსი
ჩატარდება:
I
- ტური - 28 ნოემბერს, 10 საათზე
II -
დასკვნითი ტური 5 დეკემბერს 10 საათზე; კონკურსში
გამარჯვებულები მიიღებენ: I
-
ადგილი - 300 ლარ-ს
II - ადგილი -
200 ლარ-ს III
-
ადგილი - 100 ლარ-ს კომკურსში
მონაწილეობა შეუძლიათ: V, VI, VII, VIII, IX, X, XI
და XII
კლასის მოსწავლეებს. აუცილებელია მონაწილეთა საერთო ოდენობის
შესახებ განაცხადები წარმოადგინოთ. ელ-ფოსტით:
english_school92@yahoo.com ან
qoqiauri@yahoo.com
მისამართი:
ვარკეთილი, ზემო პლატო, მე-2 მიკრო რაიონი, N11ა
ტელ: 76-05-95; 899 906011 |
|
ჩვენი სკოლა ჩაერთო ფონდ "ირმის
ნახტომის" მიერ გამოცხადებულ
2008 წლის ჰუმანიტარული
პროექტების საშემოდგომო კონკურსების სერიაში:
კეძოდ სკოლაში მუშავდება
შემდეგი
პროექტები, იხილეთ... |
|
სკოლა
ჩაერთო ირმის ნახტომის მიერ გამოცხადებულ მასწავლებელთა
ზამთრის
კონკურს/კონფერენციაში. |
|
8 სექტემბერს
ჩვენს სკოლაში განახლდა ახალი სასწავლო წელი |
|
|