მთავარი დირექტორი თანამშრომლები პროექტები წრეები გალერეა კონტაქტი
 

 

 
 
 
 
სკოლის ბიბლიოთეკა

სკოლის ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

·         მკითხველის უფლებები

1.ბიბლიოთეკის მკითხველია:

ა)მოსწავლე;

ბ)დაწესებულების პერსონალი;

გ)დაწესებულებაში შრომითი კონტრაქტის საფუძველზე მოწვეული პირები;

დ)სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები და პერსონალი, თუ ისინი ხელშეკრულების/მემორანდუმის საფუძველზე (გაცვლის პროგრამა ან სხვ.) იმყოფებიან დაწესებულებაში რაიმე სასწავლო პროგრამით;

2.მკითხველს უფლება აქვს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ისარგელოს ბიბლიოთეკის ნებისმიერი მომსახურებით. მათ შორის ელექტრონულ მატარებელზე არსებული რესურსით. დააბეჭდონ ელექტრონული წიგნებიდან მათთვის სასურველი ინფორმაცია ბიბლიოთეკის სამკითხველოს მუშაობის საათებში;

3. ბიბლიოთეკა და სამკითხველო მუშაობს ყოველდღე შაბათკვირის გარდა 9დან 17 საათამდე.

4. მკითხველს უფლება აქვს უფასოდ მიიღოს დროებით სარგებლობაში სხვადასხვა საბიბლიოთეკო მასალები გატანის უფლებით ან სამკითხველო დარბაზში სამუშაოდ;

5. გატანაზე ნებართვის შეზღუდვა ხდება ბიბლიოთეკის დირექტორის მიერ, თუ ბიბლიოთეკის

ფონდში მკითხველისათვის დროებით სარგებლობაში გადასაცემი ერთეულის ეგზემპლარების ოდენობა 3-ზე ნაკლებია; ამ შემთხვევაში საბიბლიოთეკო ერთეულით სარგებლობა დაიშვება მხოლოდ სამკითხველო დარბაზში. 3-ზე მეტი ეგზემპლარის შემთხვევაში გაიცემა 7 დღის ვადით და ამ ვადის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში ვადის გაგრძელება დასაშვებია 14 დღემდე ვადით. პერიოდული გამოცემებით, პრესით, ჟურნალებით, ენციკლოპედიებით, ლექსიკონებით და CD დისკებით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ სამკითხველო დარბაზში.

6.მკითხველს უფლება აქვს ამ დებულებით დადგენილი ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებით

განსაზღვრული მისი უფლებების დარღვევის თაობაზე საჩივრით მიმართოს დაწესებულების დირექტორს/მოადგილეს რაც განხილულ უნდა იქნას 2 კვირის ვადაში.

7. ბიბლოთეკაში მკითხველის ჩაწერა ხდება დაწესებულების შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიის მიხედვით;

8. ბიბლიოთეკის თანამშრომელი ვალდებულია გააცნოს მკითხველს ამ დებულებით დადგენილი ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები, რაც დადასტურდება მკითხველის ხელმოწერით ფორმულარზე. 

 

·      მკითხველის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები

1.მკითხველი ვალდებულია:

)გაეცნოს ბიბლიოთეკის დებულებას და დაიცვას იგი, რასაც ადასტურებს თავისი ხელმოწერით

მკითხველის ფორმულარზე და ბიბლიოთეკის სარეგისტრაციო ჟურნალებში;

) გაუფრთხილდეს წიგნებს, ბეჭდვით და სხვა ფონდიდან მიღებულ მასალას და ბიბლიოთეკის

ქონებას;

) მასალის მიღების მომენტში დეფექტის აღმოჩენისას აცნობოს ამის შესახებ ბიბლიოთეკის თანამშრომელს;

) მასალის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ჩაანაცვლოს იმავე ღირებულების და შინაარსის გამოცემით ან გადაიხადოს წიგნის ღირებულების ორმაგი თანხა;

) ყოველწლიურად გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია;

) გაუფრთხილდეს მკითხველის ბარათს და არ გადასცეს სხვა პირს;

) დროულად და ბიბლიოთეკის მიერ დადგენილ ვადებში დააბრუნოს ბიბლიოთეკის ფონდიდან მიღებული გამოცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ისარგებლებს ბიბლიოთეკის მომსახურებით;

) გაუფრთხილდეს ბიბლოთეკის გამოცემებს;

) არ გააკეთოს ფონდებში დაცულ ერთეულებზე ჩანაწერები, არ ამოხიოს ფურცელი, არ გადაკეცოს, ელექტრონულ მატარებლები არ დააფორმატოს ან სხვაგვარად დააზიანოს;

) მკითხველის მიერ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება შემდეგი სანქციები თანმიმდევრულად:

ა)შენიშვნა;

ბ)გაფრთხილება;

გ)წიგნის გატანის უფლების შეზღუდვა ერთი თვის ვადით;

2. ყველა სანქცია, იმავდროულად ითვალისწინებს ბიბლიოთეკისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.

3. აკრძალულია სამკითხველო დარბაზიდან მასალების გატანა ბიბლიოთეკის თანამშრომლის ნებართვის გარეშე.

 

 

 
ახალი ამბები

ელექტრონული ჟურნალი

სასწავლო გეგმა

სამართლებრივი აქტები

სკოლის სტრუქტურა

მისია

მასწავლებლები

მოსწავლეები

სკოლის დირექცია

კათედრები

თვითმართველობა

წარჩინებული მოსწავლეები

კომპიუტერული კლასი

ბიბლიოთეკა

სკოლის ფსიქოლოგი

კურსდამთავრებულები

სასარგებლო ბმულები

ნამუშევრები

არქივი

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დიზაინი და საიტის მართვის სისტემა შექმნილია ეკატერინა მგალობლიშვილის მიერ


Read more about: 990000 and hover
Secure FTPS (SSL) on the planet Go FTP FREE

Free Web Hosting