დირექტორის მოადგილე - სასწავლო აღმზრდელობით დარგში:
ა) ხელმძღვანელობს სკოლის სასწავლო–აღმზრდელობით სფეროს;
ბ)კოორდინაციას უწევს მასწავლებლის მუშაობას სასწავლო გეგმის, პროგრამების, სილაბუსების შემუშავებაში; აკონტროლებს სილაბუსების გაწერასა და მის შესრულებას;
გ)ადგენს გაკვეთილების, დამატებითი, წრეობრივი და ფაკულტატური მეცადინეობების განრიგს, ახდენს მის კორექტირებას სასწავლო წლის მანძილზე;
დ)ახორციელებს მონიტორინგს გაკვეთილების რეჟიმის დაცვაზე, მოსწავლეთა დასწრებადობასა და სასწავლო პროცესის რეგულირებაზე (გაკვეთილების შეცვლა/გადაადგილება და სხვა); სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხსა და მოსწავლეთა ცოდნის დონის შეფასების ობიექტურობაზე;
ე)ორგანიზაციას უწევს სასწავლო პროცესში თანამედროვე მოთხოვნებისა და ინოვაციური მეთოდების დანერგვას, მასწავლებელთა შემოქმედებითი აქტივობისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩატარებას;
ვ)კოორდინირებს, ხელმძღვანელობს და აკონტროლებს საგნობრივი კათედრების მუშაობას, იბარებს ანგარიშს და აწვდის დირექტორს.
ზ)ორგანიზაციას უწევს მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და პროფესიული ოსტატობის ამაღლებას, მათ მომზადებას სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის, შეაქვს წინადადებები სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სრულყოფის შესახებ;
თ) დირექტორის არყოფნის პერიოდში ასრულებს მის მოვალეობებს;
ი) კოორდინაციას უწევს მოსწავლეთა მოძრაობას; (მოსწავლეთა რაოდენობის დადგენა/დაზუსტება);
კ) მონაწილეობს კათედრების მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთა შერჩევაში;
ლ)აწარმოებს მონიტორინგს კლასების მიხედვით მოსწავლის მიერ თითოეულ საგანში მიღწეული შედეგების ანალიზის და შეფასების, კლასების აკადემიური მოსწრების დინამიკის შესახებ; შეფასების პრინციპების სრული დაცვის, მათი ოპტიმალური და უწყვეტი გამოყენების შესახებ;
მ) აკონტროლებს მასწავლებლის მიერ ჟურნალების წარმოებას; მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიურ აღრიცხვას და მონაცემების ელექტრონულ ჟურნალში შეტანას;
ნ) ესწრება გაკვეთილებს, ამოწმებს გაკვეთილებზე აქტივობების გამოყენებას, მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში;
ო)საგნის მასწავლებელთან და ფსიქოლოგთან ერთად, ხელმძღვანელობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში; აძლევს მითითებებს მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის შესაქმნელად;
პ)იკვლევს და ეცნობა პედაგოგთა პროფესიული განვითარების რეალურ მდგომარეობას;
ადგენს პედაგოგთა პროფესიულ საჭიროებებს და ამის შესაბამისად გეგმავს მათი განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს, უზრუნველყოფს მათ გეგმაზომიერად განხორციელებას;
ჟ)ორგანიზებას უწევს საგნობრივი ტესტირებებისა და გამოცდების მიმდინარეობას კათედრის ხელძღვანელებთან ერთად;
რ) მონაწილეობს სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად საათობრივი ბადის დამუშავება-შედგენაში;
ს)ხელს უწყობს მასწავლებელთა ურთიერთანამშრომლობის ფორმების მოძიების, დახვეწისა და განხორციელების სისტემის შექმნას;
ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებს.