მთავარი დირექტორი თანამშრომლები პროექტები წრეები გალერეა კონტაქტი
 

ნინო ქოქიაური ქალბატონი ვის სახელსაც ატარებს სკოლა





 
 

განათლების რეფორმა საქართველოში

საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული თუ ტექნოლოგიური ცვლილებები აუცილებელს ხდის ზოგადი განათლების რეფორმირებას. საქართველოს სჭირდება მოაზროვნე, სათანადო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ადამიანები, რათა შეიქმნას წინაპირობა ქვეყნის ეკონომიკური,  კულტურული თუ სულიერი წარმატებებისთვის.  

 

 

 
 
7 სექტემბერს ჩევნს სკოლაში განახლდა სასწავლო წელი. სკოლის დირექცია მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს ულოცავს სწავლის დაწყებას და წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს. სკოლა  დალოცა მამა პანტელეიმონმა.

მოსწავლეები სწავლას შეუდგებიან ახლად გარემონტებულ და გალამაზებულ გარემოში.  ყოველი კაბინეტი აღიჭურვა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერით. სკოლას მოემატა 340 კვ.მ. სასწავლო ფართი, ახალი კომპიუტერული ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და სამედიცინო ოთახი, რომლებიც შესაბამისი ტექნიკით, ინსტრუმენტებით და ავეჯით აღიჭურვა.

 

”შპს. ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების სკოლა ნინო”-მ  წარმატებით  გაიარა ავტორიზაცია.

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ უმაღლესი ქულებით შეფასდა ჩვენი სკოლის თვითშეფასების შედეგების ზუსტი შესაბამისობა სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან და მიენიჭა  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი 700 მოსწავლის მიღების უფლებით.

ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს, კურსდამთავრებულს და უპირველეს ყოვლისა ყველა პედაგოგს, ვულოცავთ დიდ გამარჯვებას, დაუღალავი შრომის, სიხარულისა და ბედნიერების  19 წლის შედეგების ღირსეულ დაფასებას.

წარმატების გზით გევლოს ჩვენო სკოლავ!


მოგესალმებით!

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.  მოხარული ვართ, რომ დაინტერესდით ჩვენი სკოლით.

პატივცემულო  მშობლებო, საყვარელო ბავშვებო! შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო გთავაზობთ:

  • გაძლიერებული ინგლისური ენის შესწავლა პირველი კლასიდან;

  • გახანგრძლივებული დღის რეჟიმით მომსახურება (მეცადინეობა, კვება, წრეები);

  • სააბიტურო მოსამზადებელ პროგრამებს მე-12 კლასელთათვის;

  • ქართული ხალხური  და თანამდროვე ცეკვების შესწავლას;

  • სპორტული წრეების მომსახურეობას.

  • ტრანსპორტით მომსახურებას;


სკოლის შესახებ

შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო ერთ-ერთი პირველი კერძო სკოლაა საქართველოში, რომელმაც საგანმანათლებლო საქმიანობა 1992 წელს დაიწყო. სკოლის დამფუძნებელი და დირექტორია საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ლამარა ქოქიაური.

სკოლას აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობისათვის საჭირო სასკოლო სასწავლო გეგმა, სათანადო მატერიალური და ადამიანური რესურსი.  სკოლას აქვს სპორტული დარბაზი და მოედანი, ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის კაბინეტ-ლაბორატორიები, თვალსაჩინოებები,  ბიბლიოთეკა მდიდარი ფონდით და სამკითხველო დარბაზით, კომპიუტერული კლას-ლაბორატორიები, ამასთან, ყველა საკლასო ოთახი აღჭურვილია ინტერნეტში ჩართული კომპიუტერით გაკვეთილზე გამოსაყენებლად. სკოლაში საგანმანათლებლო პროცესს ახორციელებენ კვალიფიციური და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე მასწავლებლები. სკოლაში არის დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას.

სკოლაში ინგლისური ენის შესწავლა პირველი კლასიდან იწყება. იგი ყოველდღიური სავალდებულო საგანია კვირაში 5 საათიანი დატვირთვით. მესამე კლასიდან მოსწავლეები რუსული ენის დაუფლებას იწყებენ, ხოლო მეხუთე კლასიდანგერმანული ენის. უცხო ენების შესასწავლად გამოყენებულია ენების შესწავლის თანამედროვე მეთოდები, თვალსაჩინოებანი, ტექნიკური საშუალებები, მოსასმენი აპარატურა, აუდიო და cd დისკები, დიაფილმები და ..

სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ შიდა სასკოლო და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში. სისტემატიურად ტარდება კლასგარეშე ღონისძიებები: ექსკურსიები, კონკურსები, ვიქტორინები და სხვა, რომლებიც მიზნად ისხავს მოსწავლეთა სააზროვნო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

სკოლაში ფუნქციონირებს ქართული და თანამედროვე ცეკვის, მუსიკის, ჭადრაკის, კალათბურთის და რაგბის წრეები.

მოსწავლეების და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაწესებულებაში შექმნილია სტრუქტურული ერთეული - დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური ამასთან, 2011 წლის 1 აპრილიდან სკოლას აქვს დადებული მომსახურების ხელშეკრულება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მანდატურის სამსახურთან; მანდატურის სამსახური სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს ორი მანდატურით. სკოლაში დამონტაჟებულია 6 ვიდეო თვალი, რომლითაც კონტროლდება სკოლის ძირითადი პერიმეტრი ეზოს ჩათვლით.

სკოლას ჰყავს ფსიქოლოგი და ექიმი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უზრუნველსაყოფად.

სკოლას აქვს საკუთარი ბეჭდვითი ორგანო - გაზეთიკიდევაც დაიზრდებიან, რომელშიც გარკვეული პერიოდულობით ქვეყნდება ინფორმაცია სასკოლო ცხოვრების შესახებ.                      ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით სკოლ მოსწავლეებს  ემსახურება ავტობუსი.

2011-2012 სასწავლო წლიდან სასკოლო სასადილოში ანგარიშსწორება მოხდება ელექტრონული ბარათებით, რომელსაც ,,ტაო პრივატ ბანკი’’ უსასყიდლოდ დაუმზადებს მოსწავლეებს. მშობელი მისთვის მისაღებ გარკვეულ თანხას ბავშვს ბარათზე დაურიცხავს, რომელსაც მხოლოდ სასკოლო სასადილოში გამოიყენებს.

სკოლაში საგანმანათლებლო მომსახურებისათვის დადგენილია დაბალი გადასახადის განაკვეთი. ამასთან, დაწესებულია შეღავათები მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, ობოლი ბავშვებისათვის.

სკოლას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე   მოსწავლეთათვის,  სკოლა უზრუნველყოფს მათი თავისუფალი ორიენტაციისა და  გადაადგილების, აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების  და სხვა მომსახურების გაწევას. მათთვის სკოლა შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

 


ახალი ამბები

ელექტრონული ჟურნალი

სასწავლო გეგმა

სამართლებრივი აქტები

სკოლის სტრუქტურა

მისია

მასწავლებლები

მოსწავლეები

სკოლის დირექცია

კათედრები

თვითმართველობა

წარჩინებული მოსწავლეები

კომპიუტერული კლასი

ბიბლიოთეკა

სკოლის ფსიქოლოგი

კურსდამთავრებულები

სასარგებლო ბმულები

ნამუშევრები

არქივი

 

 

 
 

დიზაინი და საიტის მართვის სისტემა შექმნილია ეკატერინა მგალობლიშვილის მიერ

More on 1992 and concerning hover
Page provided by GoFTP FREE